გარდაბანში, თბილწყაროს დასახლებაში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი გაიხსნა

დღეს გარდაბანში, თბილწყაროს დასახლებაში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მოედანი აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით და განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის სათამაშოდ.

მოედნის გახსნის ღონისძიებას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი – დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე – მიხეილ გედეხაური, მერის მოადგილე – ფუად მირზოევი, საკრებულოს თვმჯდომარის მოადგილე – სამირ ხიალოვი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წევრები დაესწრნენ.

ადგილობრივ ახალგაზრდებს, სიმბოლურად, ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთები დაურიგდათ.

სპორტული მოედანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოეწყო და მისმა ღირებულებამ 110 200 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, ბოლო პერიოდში 10 ახალი მინი სპორტული მოედანი აშენდა, ხოლო 2 არსებულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.