გოგი მეშველიანმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს მშობლიური სკოლიდან მიულოცა

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშელიანმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს მშობლიური სკოლიდან მიულოცა.

,,პირველ რიგში, ყველა მოსწავლეს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და განსაკუთრებით ჩემი მშობლიური სკოლის – ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში აქ მიმდინარეობდა კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოხდა სკოლის ფუნდამენტური გამაგრება, სრული რეაბილიტაცია და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქ. ბოლნისში გვაქვს ევროპული სტანდარტის, ძალიან მაღალ დონეზე აღჭურვილი საჯარო სკოლა. ეს ცოდნის ტაძარი მრავალ თაობას აღუზრდის ბოლნისს, ჩვენს ქვეყანას და არაერთი წარმატებული ახალგაზრდის გამოშვების მომსწრენი გავხდებით . განსაკუთრებით ვულოცავ იმ ბავშვებს, რომლებიც წელს პირველად მოვიდნენ ამ სკოლაში. მიხარია, რომ ასეთი ინფრასტრუქტურით ვხვდებით მათ. ასეთ პირობებში მოუწევთ სწავლა. ვუსურვებ ბედნიერებას, კარგ სწავლას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.’’- განაცხადა გოგი მეშველიანმა შეგახსენებთ, რომ ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ორწლიანი სამუშაოების შემდეგ დაბრუნდნენ საკუთარ შენობაში. მოსწავლეები განახლებულ საკლასო ოთახებსა და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში შევიდნენ.