კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს 14:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მე-20, მე-17, 21-ე, მე-8, მე-7ა, მე-7ბ მიკრორაიონებში, ტაშკენტის, შარტავას და მიმდებარე ქუჩებზე;

15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს წალკაში არისტოტელეს, კოსტავას, 25 მარტის, ჭელიძის, რუსთაველის, ხრამის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.