სროლა კიკეთში – დაჭრილია რამდენიმე ადამიანი

გავრცელებული ინფორმაციით, კიკეთში სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ადგილზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ტერიტორია ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული.

შეგახსენებთ, სროლა კიკეთში ცოტა ხნის წინ იყო. დაჭრილია 5 ადამიანი. მათ შორის არიან ქალებიც. დაჭრილები ნიუ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს.