ქუთაისში ბანკში შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა

სპეცოპერაციაა ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე. არსებული ინფორმაციით, “საქართველოს ბანკში” შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ამ დრომდე შენობაში რჩებიან. პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.