ბრიტანეთის დედოფალთან გამოსამშვიდობებლად, ლონდონში მსოფლიო ლიდერები ჩადიან

დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორესთან გამოსამშვიდობებლად, ლონდონში მსოფლიო ლიდერები ჩადიან.

გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში უკვე ჩაფრინდნენ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი. ისინი დედოფლის დაკრძალვის ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ლონდონში ხვალ გაიმართება.

ცნობილია, რომ სამგლოვიარო ცერემონიაში 100 ქვეყნის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.