იაპონიის ერთ-ერთ კუნძულს თავს უძლიერესი ტაიფუნი დაატყდა

იაპონიის კუნძულ კიუსიუს უძლიერესი ტაიფუნი „ნანმადოლი“ დაატყდა თავს. ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

სპეციალისტების ცნობით, ტაიფუნი ქვეყნის სამხრეთ ნაწილისკენ გადაადგილდება. ძლიერი წვიმაა ტოკიოშიც.

საცხოვრებლების დატოვებისკენ დაახლოებით 4 მილიონ ადამიანს მოუწოდეს.

კიუსიუ იაპონიის ოთხი უდიდესი კუნძულიდან ერთ-ერთია, ის ქვეყნის სამხრეთით მდებარეობს. კუნძულზე 13 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.