გარდაბნის მუნიციპალიტეტში კამპანიის „დავასუფთაოთ მსოფლიო“ აქცია გაიმართა

დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ნარჩენების სწორად მართვაა, რაც ზეგავლენას ახდენს გარემოს გაუმჯობესებაზე და კლიმატის ცვლილების პროცესზე. სწორედ ამ მიზნით, ყოველი წლის სექტემბერში, მთელ მსოფლიოში იმართება საერთაშორისო კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში კამპანიის „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ფარგლებში, დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, მერის მოადგილეებმა რამაზ ბუდარაშვილმა, ფუად მირზოევმა და მერიის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილება. საქართველოში კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 2010 წლიდან საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით ტარდება.