იაპონიის კუნძულ კიუსიუს უძლიერესი ტაიფუნი „ნანმადოლი“ დაატყდა თავს. ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
სპეციალისტების ცნობით, ტაიფუნი ქვეყნის სამხრეთ ნაწილისკენ გადაადგილდება. ძლიერი წვიმაა ტოკიოშიც.
საცხოვრებლების დატოვებისკენ დაახლოებით 4 მილიონ ადამიანს მოუწოდეს.
კიუსიუ იაპონიის ოთხი უდიდესი კუნძულიდან ერთ-ერთია, ის ქვეყნის სამხრეთით მდებარეობს. კუნძულზე 13 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.