ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა განიხილეს.

„კარგი შეხვედრა მქონდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა. სამხრეთ კავკასია უნდა იქცეს შესაძლებლობების რეგიონად”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.