ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000-მა მამაკაცმა დატოვა

ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000-მა მამაკაცმა დატოვა, – ინფორმაციას Новая газета Европа ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში უსაფრთხოების ძალები და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაარწმუნებენ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფედერაციიდან გასასვლელის დახურვის აუცილებლობაში. როდის მოხდება ეს, ჯერჯერობით გაურკვეველია. მაგრამ ბევრი რუსი პოლიტიკური დამკვირვებელი თვლის, რომ ეს მალე მოხდება.

გამოცემა Важные истории-ის ინფორმაციით, რუსეთი სამხედრო ასაკის მამაკაცებისთვის საზღვრის ჩასაკეტად ორშაბათს, 26 სექტემბერს ემზადება,​ საზღვრების ჩაკეტვის შესახებ Медуза-ც წერდა, პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით მამაკაცებისთვის საზღვარი 28 სექტემბერს დაიკეტება.