ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა, 41 წლის ასაკში, კარიერა დაასრულა.
ფედერერმა კარიერის უკანასკნელი მატჩი რაფაელ ნადალთან ერთად გამართა.
კარიერის დასრულების შესახებ ინფორმაცია როჯერმა რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელით გაავრცელა. დიდი სლემების 20-გზის ჩემპიონმა აღნიშნა, რომ ლოდ რეივერის თასზე იასპარეზებდა და რის შემდეგაც მისი კარიერა ოფიციალურად დასრულდებოდა.