”რუსელოისის” თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის რუსელოისის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. ადმინისტრაციასა და მათ შორის შეთანხმება შედგა.

როგორც მოლაპარაკებების შედეგად გახდა ცნობილი, რუსელოისში დასაქმებულებს ხელფასი 100 ლარით მოემატებათ, ასევე შეიქმნება უსაფრთხო სამუშაო გარემო და ექნებათ დაზღვევაც.

ამ დროისთვის საწარმომ მუშაობა განაახლა და გაფიცული თანამშრომლები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.