საფეხბურთო კლუბმა ,,რუსთავი” სამტრედია დაამარცხა

ეროვნული ლიგა 2-ის 22-ე ტურის მატჩში საფეხბურთო კლუბმა ,,რუსთავი” სამტრედია დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. რუსთაველთა რიგებიდან გოლები ჯუმბერ ხმელიძემ და პაატა კიტეიშვილმა გაიტანეს.

ამ დროისთვის რუსთავს 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებს.

მორიგ მერვედფინალურ  შეხვედრას რუსთავი 13 სექტემბერს დავით ყიფიანის სახელობის სტადიონზე თასის გათამაშებას თბილისის ვარკეთილთან გამართავს.

17 სექტემბრიდან კი კვლავ ჩემპიონატის მატჩი გაიმართება, სადაც რუსთაველები უშუალო კონკურენტს, ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდება.