რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის მეორე ეტაპი იწყება

რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის მეორე ეტაპი იწყება.

ქალაქის ერთ- ერთი ყველაზე კოლორიტული უბნის- რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის მეორე ეტაპის პროექტი, ნინო ლაცაბიძემ წარადგინა.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწოფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული იცნების” წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის ახალი ეტაპის დაწყებით, რუსთავი განვითარების კიდევ ერთ ახალ შესაძლებლობას შეიძენს. ძველი ქალაქის შენობების გამაგრება- რეაბილიტაცია, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით მოხდება. დაწნეხილი ფილებით მოპირკეთებული ტროტუარები, მწვანე კუნძულები, სარწყავი სისტემა, ახალი ხე- მცენარეები და დეკორაციული განათება, რუსთავის ამ ნაწილის არქიტექტურულ ღირებულებას კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის.

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რუსთავის მერიამ 2021 წელს განახორციელა.

სამ ნაწილად დაყოფილი პროექტის მეორე ეტაპს, რუსთავის მუნიციპალიტეტი, სატენდერო პროცედურების დასრულებისთანავე დაიწყებს.