ქეშალოში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

სოფელ ქეშალოში, ადგილობრივი ბიზნესმენი, 35 წლის აიდინ გამზაევი, წინასწარი ინფორმაციით, საკუთარ სასურსათო მაღაზიაში ავტომატური იარაღით დაახლოებით ღამის 2 საათზე ჩაცხრილეს.

სოფელში ვარაუდობენ, რომ მკვლელობა ფინანსურ დავას უკავშირდება, რადგან გარდაცვლილმა ადრე პოლიციას მიმართა. აიდინ გამზაევი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე ობიექტს ფლობდა.

“პლაში ეცვაო, ვიღაცა შემოსულა 1 პიროვნება ყოფილა. ეს მაღაზიაში ყოფილა, გამყიდველი. სასადილოა გვერდზე , როგორც ამბობენ, ვინც ქეიფობდა მანქანა ედგათ, რომ გამოვიდნენ, ნახეს, რომ მაგათი მანქანაც აღარ იყო. და ვინც მოკლა იმ პიროვნებას მოუპარია. ეს მოკლა, დაჯდა მანქანაზე, წავიდა. ხმები დადის, რომ ვიღაც წვერებიანი დადიოდნენ, რაღაც უნდა გადაიხადოთ ამდენი თანხა, რაღაც ასეთი ქუჩური გარჩევა”,- ამბობს ადგილობრივი.