30 სექტემბერს გარდაბანში,ბოლნისსა და მარნეულში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 სექტემბერს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში და მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილ აჯლო, ტაზა მახალა, ნაგორნაია, სოვხოზნაია, დამია, ზემო სარალი, კიროვკა, დამია გეურარხი, ახლო ლალო და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, ახალსოფელი, სამგორი, სიონის უბანი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში პუშკინის, აღმაშენებლის, თბილსრესის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში რატევანი, აკაურთა, ზვარეთი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ქ. ბოლნისში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.