4 ოქტომბერს „გარდაბნობა  2022“ გაიმართება

ორწლიანი პაუზის შემდეგ, 4 ოქტომბერს, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში „გარდაბნობა  2022“ გაიმართება.

ღონისძიებები 17:00 საათიდან გარდაბნის ცენტრალურ პარკში დაიწყება.  დღესასწაული  ფარგლებში საგამოფენო სივრცეები, გასტრონომიური ზონა, საპატიო გარდაბნელების დაჯილდოება გაიმართება.

19:00 საათზე კი დღესასწაულს გალაკონცერტი დაასრულებს.