რუსთავის ისტორიულ მუზეუმში სამხატვრო გაერთიანება გამას ორგანიზებით საშემოდგომო ჯგუფური გამოფენა გაიმართა.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო 30 რუსთაველი მხატვრის ორმოცდაათამდე ნამუშევარი.
ასევე სტუმრებს ფერწერაში და გრაფიკაში შესრულებული ნიმუშების ნახვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
ისტორიულ მუზეუმში ნამუშევრების დათვალიერება ნებისმიერ მსურველს 1 კვირის განმავლობაში შეეძლება.









