„თბილისი ჰილსი“ -გარდაბანში მზის ენერგიის სადგურის მშენებლობას გეგმავს

„თბილისი ჰილსი“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე საკუთარ კომპლექსში, 7 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე ნახევარი მეგავატი მოცულობის მზის ენერგიის პარკს ააშენებს. მშენებლობისთვის 0,5 მლნ დოლარია გამოყოფილი. პარკის მშენებლობის ნებართვა უკვე შეთანხმებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტთან  სადგური ოპერირებას მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყებს.

როგორც ცნობილია „თბილისი ჰილსის“ პროექტი გარდაბანში 331 ჰექტარზეა განთავსებული და საცხოვრებელ სახლებს, აპარტამენტებსა და მიწის ნაკვეთებს აერთიანებს. პროექტი ასევე მოიცავს პროფესიონალურ 18-ფოსოიან გოლფის მოედანსა და რესტორანს.

კომპანიის ინფორმაციით  მათი მიზანია „თბილისი ჰილსის“ პროექტის ტექნოლოგიური ინოვაციებისა და განახლებადი ენერგიის კუთხით განვითარება. „თბილისი ჰილსის“ პროექტში უკვე ინვესტირებულია 65 მლნ აშშ დოლარი, ხოლო პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 400 მლნ აშშ დოლარია.