აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა.
„ამერიკული და მოკავშირე სამხედრო მოსამსახურეებიდან არავინ დაშავებულა, მსხვერპლი არაა. შენობები და აღჭურვილობა ასევე არ დაზიანებულა“, – აცხადებენ პენტაგონში.
ამერიკელმა სამხედროებმა რაკეტის გაშვების ადგილთან კიდევ რამდენიმე გამოუყენებელი რაკეტა იპოვეს.