გიორგი დოხტურიშვილი, თეთრიწყარო – ბოლნისის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

  გიორგი დოხტურიშვილი, თეთრიწყარო – ბოლნისის 5 კილომეტრიანი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების, ტოფანი-დაღეთის გზის ტერიტორიაზე და გაივლის დისველის, დაღეთისა და სამშვილდის სოფლებს. პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში, რეაბილიტაცია 5 კილომეტრიან გზას ჩაუტარდა.
რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას; მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელების მოწყობას; ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწყობას.
აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტების საგზაო ინფრასტრუქტურას.
ქვემო ქართლის რეგიონის განვითარებისთვის, რეგიონის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში კვლავ აქტიურად გრძელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები და სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ-დეპუტატთან, გოგი მეშველიანთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პავლე გამყრელიძესთან ერთად ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე გაეცნო.