„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში ახალი მრავალფუნქციური სივრცე იხსნება

„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, პროექტების განხორციელების ხელშეწყობას განაგრძობს. პროექტის ფარგლებში ისნის რაიონში, სამოგრის მეტროსთან მდებარე თბილისის კერამიკის კომბინატის ადმინისტრაციულ შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მის ადგილას მრავალფუნქციური სივრცე „კომბინატი – Combinaty“ გაიხსნება. ობიექტი 1600 კვ.მ-ზეა განთავსებული და ის საერთო სამუშაო სივრცეს, კაფეს, სასტუმროს, ოფისებს, მაღაზიებსა და სხვადასხვა სახის დროებითი გამოფენებისთვის პატარა გალერეას მოიცავს. პროექტის ჯამური ღირებულება 600 000 აშშ დოლარს შეადგენს. ბანკის ინვესტიცია კი 50%-ია. სამუშაო სივრცის რიგით პირველი ფილიალი თბილისში გაიხსნა, მეორე ქუთაისში, მესამე ფილიალი კი სტუმრებს მოსკოვის გამზირის 13-ში უმასპინძლებს.

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ახალი, კიდევ ერთი ფილიალის გახსნა და ფართის გარემონტება შევძელით. საერთო სამუშაო სივრცეში პრეზენტაციებისთვის განკუთვნილი სამი ოთახი გვაქვს. აქვეა – ვიდეო-შეხვედრებისთვის და ცალკე სივრცისთვის ხუთი ოთახი. ასევე, გვაქვს მოსასვენებელი კუთხეც, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ. ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს ორი საერთო სამუშაო სივრცე, პირველი გაიხსნა თბილისში 2019 წელს (ანა პოლიტკოვსკაიას 3), ხოლო მეორე ფილიალი – 2021 წელს ქუთაისში ისტორიულ უბანში, რიონის პირას, თეთრ ხიდთან (ი. გრიშაშვილის 7) დასაქმებული გვყავს 10- ზე მეტი ადამიანი. სამომავლოდ კიდევ ოცი ადამიანის დასაქმებას ვაპირებთ“, – განაცხადა „კომბინატი – Combinaty“-ის მფლობელმა, გიორგი გვაზავამ.

„მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ ჩართულობით თბილისს კიდევ ერთი სამუშაო სივრცე შეემატება. პანდემიის პერიოდში ძალიან გაიზარდა ასეთ ადგილებზე მოთხოვნა, რადგან შეიცვალა სამუშაო კულტურაც. კომპანიამ დროულად უპასუხა გამოწვევას და გახსნა ახალი ფილიალი. რიგით მესამე სივრცის მოწყობა კომპანიას განვითარებისა და კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ მუდმივად მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მსგავს, ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რათა კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ბიზნესი“, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ სალიაშვილმა.