სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლის მასშტაბით სექტემბრის თვეში 110 ობიექტი შეამოწმა.
ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა 61 სურსათის ნიმუში. ასევე ჩატარდა 30-მდე დოკუმენტური შემოწმება და 6 სხვადასხვა ტიპის დარღვევაზე განხორციელდა საჯარიმო სანქცია.
როგორც ცნობილია მათგან 2 ობიექტს შეუჩერდა პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით. რაც შეეხება ქალაქ რუსთავს, სახელმწიფო კონტროლი 40 ობიექტს ჩაუტარდა, რის შემდეგაც ორ ობიექტს ჯარიმა დაეკისრა.









