Facebook-ზე არსებული ხარვეზის გამო დღეს მილიონობით ადამიანმა გამომწერები დაკარგა

 Facebook-ზე არსებული ხარვეზის გამო დღეს მილიონობით ადამიანმა გამომწერები დაკარგა.
 გამომწერები დაკარგა Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმაც. ცუკერბერგს მხოლოდ 9 993 მიმდევარი დარჩა.
 გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ყალბი გამომწერების ანგარიშების გაუქმების შედეგია, თუმცა Meta-ს აღნიშნულ თემაზე დღეს ოფიციალური კომენტარი  ჯერ არ გაუკეთებია.