13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ბეშთაშენი, იმერა, ბურნაშეთი, აშკალა და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ქუშჩი, ბეითარაბჩი და მიმდებარე სოფლებში;

11:40-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ფალიაშვილის, თბილისის, მელიქიშვილის, გონაშვილის, ლეონიძის, თოდრიას, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის, სადგურის, ბოტანიკის, ტელმანის, კიროვის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:10-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში არხოტი, ჯვრისხევი, ნაპილნარი, კოდის წყარო, ჭინჭრიანი და მიმდებარე სოფლებში;

18:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ხაიში, მზიანეთი, ყიზილაჯლო, წინწყარო და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.