წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანა სახლის წინ დაწვეს

ოპოზიციონერი მერის, გია ხარჩილავას მანქანა მისივე სახლის წინ დაწვეს, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა, ინფორმაციას მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ავრცელებს.

შსს-ის ინფორმაციით, ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება სსრკ 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.