გიორგი დოხტურიშვილი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომდგენლებს შეხვდა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომდგენლებს გიორგი დოხტურიშვილი ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში დასაქმების მასშტაბური ფორუმის ჩატარების საკითხი განიხილეს და ფორუმის პირველი ეტაპის დეტალებზე იმსჯელეს.

დასაქმების ფორუმის პირველი ეტაპი 22 ნოემბერს იწყება და ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტს მოიცავს. ეტაპობრივად ფორუმი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

შეგახსენებთ ფორუმი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მხარდაჭერითა და ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით გაიმართება.

ფორუმი არის პლატფორმა, სადაც დამსაქმებელი და სამუშაოს მაძიებელი ერთ სივრცეში ერთიანდებიან. დასაქმების მსურველს აქვს შესაძლებლობა ერთდროულად რამდენიმე ვაკანსიის შესახებ მიიღოს ინფორმაცია და გადაწყვიტოს რომელ დამსაქმებელთან სურს თანამშრომლობა.