“დედების სივრცის” ხელმძღვანელის ლია კოშაძის ორგანიზებით რუსთავში სამ დღიანი საშემოდგომო წვეულება ასკილში გაიმართა .
სამი დღის განმავლობაში ასკილში წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა თექაზე მუშაობის მასტერ კლასი , ასევე ღომის მომზადების და მესხური ქადის სანახობრივი მასტერ – კლასი.
საშემოდგომო წვეულების ფარგლებში “დედების სივრცის” წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ფსიქოლოგის და იურისტის საინტერესო სემინარებს.