,,დღეს რუსთავის საკრებულოს ოპოზიციურმა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტის პროქტის დამტკიცებას , რითაც კიდევ ერთხელ აჩვენა რუსთაველებს რა არის მათთვის ღირებული ქალაქის განვითარება თუ საკუთარი პოლიტიკური ამბიცია” – ამის შესახებ ქალაქის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ რუსთავისა და რუსთაველების საწინააღმდეგო გადაწყვიტელბა მიიღო.
,,დღეს რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულოს ტანდემმა ,როგორც მოსალოდნელი იყო მიიღო რუსთავის და რუსთაველების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება და უღალატა იმ ადამიანებს ვინც ხმა მისცა იმის იმედით რომ საკრებულოს დეპუტატის მანდატს ხალხისთვის სასარგებლოდ გამოიყენებდნენ. არსებული გადაწყვეტილებით საფრთხის წინაშე დგება სტუდენტების დაფინანსება, სოციალურად დაუცველების დაფინანსება, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება და ასევე შეიძლება გაჩერდეს დაწყებული ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი და ასევე ვერ დავიწყოთ ის რისი დაწყებაც აღნიშნული პროექტით გვინდოდა.
გამომდინარე იქიდან თუ რამდენად უსაფძლვლო და გამოგონოილია ის მიზეზები, რის გამოც მათ უკან დააბრუნეს ბიუჯეტის პროექტი.
ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტის არ დამტკიცებით საკრებულოს არსებული საკრებულოს პირობებში საფრთხე ექმნება რუსთავის განვითარებას.
ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, ვიბრძოლებთ თითოეული რუსთველის ინტერესისთვის , რომ არ დავუშვათ 2023 წლის ბიუჯეტის საფრთხე შეექმნას.
დღეს რუსთავის ოპოზიციური საკრებულო გაიქცა, გაექცა იმ პასუხიმგებლობას რაც მათ ავალიათ, როგორც გაურბიან მთელი წლის განმავლობაში ქალაქში იმ პრობლემებზე პასუხიმგებლობის აღებას,რომელსაც თანაბრად უნდა ვიზიარებდეთ თითოეული რუსთაველი და თითოეული საჯარო მოხელე.
გაიქცა ,,ნაციონალური მოძრაობა” და პარტია ,,საქართველოსთვის” ჰქონდა შესაძლებლობა მხარი დაეჭირა ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტისთვის და მიეღო ქალაქისთვის ძალიან მნინელოვანი გადაწყვეტილება,თუმცა ამ გადაწყვეტილებით ორივე ოპოზიციური პარტია დღეს გაექცა ქალაქს და გაექცა პასუხიმგებლობას.” – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე.