საკრებულოს სხდომათა დარბაზში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში  გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა, სხდომას კომისიის თავმჯდომარე თინათინ ლოცულაშვილი უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი გენდერულ ჭრილში განიხილეს.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოვალეობის შემსრულებელის, მამუკა მამაიაშვილმა განმარტებით, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით, 2023 წელს მუნიციპალიტეტის ფინანსური დოკუმენტების შემუშავების დროს, გათვალისწინებული იქნა გენდერული ასპექტები.

საბჭოს წევრებმა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს და აღნიშნეს რომ სამომავლოდ, აუცილებელია, გაგრძელდეს მუშაობა გენდერული ბიუჯეტირების პროცესში და ჩატარდეს გენდერული საჭიროებების კვლევები.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენდერული საბჭოს წევრმა, მარი ლიპარტელიანმა გენდერული თანასწორობის საბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით, ფრაქციის სახელით განცხადება გააკეთა.მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ გენდერულმა თანასწორობის საბჭომ საკრებულოს აპარატის თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით, რეაგირება არ მოახდინა.

დღესვე, სხდომაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დებულებაში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობაში წევრების ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.