თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დუზჯეში დაფიქსირდა.

ბიძგების სიმძლავრემ 6.0 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ სტამბოლშიც იგრძნობოდა.

კიდევ ერთი, 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა პირველიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ დაფიქსირდა.როგორც ცნობილია  დაშავებულია სულ მცირე 35 ადამიანი.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია.