მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს გიორგობას აღნიშნავს

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

ტაძრებში დილიდან წირვა-ლოცვა შესრულდა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ – 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

23 ნოემბერი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.