იტალიაში, კუნძულ ისკიაზე მეწყერი ჩამოწვა

იტალიაში, კუნძულ ისკიაზე მეწყერი ჩამოწვა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერი რეგიონში ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რომელიც რამდენიმე დღეა გრძელდება.

მიწის მასამ ამოაგდო ხეები, დააზიანა შენობები და ავტომობილები ზღვაში ჩაიტანა. ათობით სახლი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. მაშველებმა უკვე აღმოაჩინეს ერთი ქალის ცხედარი, ამასთან, ისინი შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, რადგან დიდია დაკარგულების რიცხვი.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ცუდი ამინდი ართულებს.