ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

როგორც ცნობილია შემთხვევა გვიან ღამით სოფელ ვარდისუბანთან მოხდა.

მსუბუქი ავტომობილი სავარაუდოდ, სველ გზაზე მოცურდა და ხეს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი, 28 და 35 წლის ასაკის მამაკაცები ადგილზე დაიღუპნენ.

გარდაცვლილები, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანიდან არიან.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.