რუსთავში დასაქმების მასშტაბური ფორუმის პირველი ეტაპი ჩატარდა

დასაქმების ფორუმის პირველი ეტაპი დღეს  რუსთავის თეატრში ჩატარდა.

ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებმა.

ფორუმის პირველ ეტაპზე 35-ზე მეტმა კომპანიამ 500-ზე მეტი ვაკანტური პოზიცია წარადგინა.

დასაქმების მსურველებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ და გასაუბრებოდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს.

ფორუმი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მხარდაჭერითა და ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით გაიმართა.

დასაქმების ფორუმის პირველი ეტაპი ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებისთვის ჩატარდა და ეტაპობრივად სრულად მოიცავს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს.

შეგახსენებთ ფორუმი არის პლატფორმა, სადაც დამსაქმებელი და სამუშაოს მაძიებელი ერთ სივრცეში ერთიანდება. დასაქმების მსურველს კი აქვს შესაძლებლობა ერთდროულად რამდენიმე ვაკანსიის შესახებ მიიღოს ინფორმაცია და გადაწყვიტოს რომელ დამსაქმებელთან სურს თანამშრომლობა.