26-27-28 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ნოემბერს 09:30-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა და თელეთი;

27 ნოემბერს 10:00-დან 11:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი, გამარჯვება, თელეთი, მარტყოფი, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში;

28 ნოემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, თოდრიას, ცურტაველის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, ლერმონტოვის, კიკვიძის, ნიკოლაძის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში კარაბულახი, გედაგდაღი, უსეინქენდი, ახა, გომარეთი, მამულო და მიმდებარე სოფელბში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.