8 წლის ძმისშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს

მცირეწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს.დაკავებულს სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ძმისშვილის მიმართ ედავებიან.

როგორც ცნობილი გახდა შემთხვევა რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში მოხდა.

სასამართლომ ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.