თურქეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ცნობილი მსახიობის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილზე გარდაიცვალნენ მსახიობები: ტოლგა გიულერიუზი, ბურაკ ტოპჩუ და ოზგურ კარატაში.
დაშავებულია 8 ადამიანი:ოზგურ აიაზი, ბურაკ გიულჩები, მელის ისითენი, სერგენ დევეჩი, უღურ შალვარჯიოღლუ, ჯეიჰუნ ფერსოი და ფილიზ ოზბეკი. სასწრაფო დახმარების მანქანებით ისინი მერზიფონისა და სულუოვას საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს გადიან.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მიკროავტობუსი, რომელიც ჩორუმიდან სამსუნში მიდიოდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა.










