რუსთავის რამდენიმე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა

დღეს რუსთავის მე-10, მე-11, მე-18, 23-ე საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდა, სააღმზრდელო პროცესის შეჩერების მიზეზი წყალსადენის ქსელზე დაზიანება გახდა.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით მათ ვისაც ბავშვების დატოვების პრობლემა ჰქონდათ მშობლებს შეეძლოთ ბავშვები უახლოეს ტერიტორიაზე მდებარე ბაღებში მიეყვანათ.