გოგი მეშველიანი არაფორმალურ გარემოში სკოლა ,,დავითიანის” მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი არაფორმალურ გარემოში ქალაქ ბოლნისის, კერძო სკოლა ,,დავითიანის” მაღალი კლასების მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„ახალგაზრდებს ჰქონდათ შეკითხვები და შევეცადე მათთვის გულწრფელად მეპასუხა. ჩემი თავი წარმომედგინა როგორც მათ თანატოლს და ამ საზომით მეჩვენებინა ჩემს მიერ განვლილი გზა. მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან ყურადღებით ისმენდნენ ჩემს მიერ ნათქვამ ყველა სიტყვას. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი, საინტერესო შეხვედრა მცირედით მაინც დაეხმარებათ მომავალ წარმატებაში

დიდი მადლობა ყველა მონაწილეს და განსაკუთრებით სკოლის დირექტორს ქალბატონ, მარინა გორშკოვას დღევანდელი დღის ორგანიზებისთვის.“ – განაცხადა გოგი მეშველიანმა შეხვედრის დასასრულს.

სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტმა საპატიო სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა მაჟორიტარს, ხოლო გოგი მეშველიანმა სკოლას სამახსოვროდ რამდენიმე წიგნი გადასცა.

დღესვე, პარლამენტის წევრმა სკოლაში , მოსწავლეებთან ერთად საახალწლო ნაძვისხის გაწყობაშიც მიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ კერძო სკოლა „დავითიანს“ აქვს შეხვედრების ციკლი ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან „ჩვენი იმპულსი ქალაქს სჭირდება“ და მაჟორიტართან შეხვედრაც სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შედგა.