გარდაბანში ახალი წლის ღონისძიებებისთვის მზადება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ქალაქ გარდაბანში ახალი წლის ღონისძიებებისთვის მზადება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საკრებულოს მიმდებარე მოედანზე მთავარი ნაძვის ხის მორთვა თითქმის დასრულებულია. ცენტრალურ ქუჩაზე მოეწყობა საახალწლო ილუმინაციები და გირლანდები.

ქალაქის საახალწლო გაფორმებაში, ააიპ გარდაბანსერვისის თანამშრომლებთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თითქმის ყველა სამსახურია ჩართული.

23 დეკემბერს, 18:00 საათზე მუნიციპალიტეტში მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.