სამოქალაქო მოძრაობამ “გავიგუდეთ” რუსთავის საკრებულოში შეხვედრა გამართა

სამოქალაქო მოძრაობამ “გავიგუდეთ” რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეხვედრა გამართა.
სამოქალაქო მოძრაობის “გავიგუდეთ” აქტივისტმა თინათინ მაღედანმა პრეზენტაციის სახით, საკრებულოს წევრებს ქალაქში ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებული მდგომარეობა და ის დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო, რომელიც ხელს შეუწყობს ქალაქში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას.
„- ჩვენი შეხვედრის მიზანია საზოგადოებაში გარემოს დაცვით მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ამ მიზნით საკრებულოს ჩართულობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი შეფასებები და სამოქალაქო მოძრაობის დაგეგმილ პროექტებში საკრებულოს წევრების ჩართვა.“- განაცხადა შეხვედრაზე თინათინ მაღედანმა.
თავისმხრივ, ურთიერთთანამშრომლობასა და სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ უახლოეს აქტივობაში მონაწილეობის მიღებაზე მზაობა გამოთქვეს საკრებულოს დეპუტატებმა.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას წარმომადგენლობით ორგანოში, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, მოადგილეები, საკრებულოს წევრები დაესწრნენ.