გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში კომისიის თავმჯდომარე თამარ ხაჩიძემ დეპუტატებთან ერთად 2022 წელს გენდერული კუთხით განხორციელებული პროექტები შეაჯამა და 2023 წელს დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს პირველად აქვს პროგრამული კოდი – ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა”, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას, სამოქმედო გეგმის მიხედვით