პრეზიდენტმა ტრაგიკულად დაღუპული მარიტა მეფარიშვილი და მებაღე,დევი მეზურნიშვილი “სამოქალაქო თავდადებისთვის” დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა.

„მარიტა მეფარიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მეგობრების გადასარჩენად თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა და სახელმწიფო ჯილდო მის ოჯახს გადაეცა.

მებაღე დევი კი მეზურნიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მოზარდების გადარჩენის მიზნით გამოვლენილი თავდადებისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.