რუსთავის მე-10 საფეხბურთო სკოლას დღეს 5 წელი შეუსრულდა

რუსთავის მე-10 საფეხბურთო სკოლას დღეს 5 წელი შეუსრულდა.

იუბილეს აღსანიშნად საფეხბურთო სკოლის სპორტსმენებს საქართველოს ნაკრების წევრები ოთარ კიტეიშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი ესტუმრნენ.

ნაკრების წევრებმა და მეათე საფეხბურთო სკოლის ყველა ასაკის სპორტსმენებთან ერთად ფეხბურთი ითამაშეს და პატარა ფეხბურთელებს მომავალში წარმატებები უსურვეს.

საღამო ფოიერვერკით დასრულდა.