ავტომობილებთან დაკავშირებით ძალაში რამდენიმე რეგულაცია შევიდა

2023 წლის 1-ლი იანვრიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გარკვეული რეგულაციები ამოქმედდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ძალაში შედის ხმაურის შემოწმების ვალდებულება, რაც განხორციელდება ერთ-ერთ კომპონენტად პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში.

ასევე  მკაცრდება გამონაბოლქვზე ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმიც, ცვლილება ეხება ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილებს, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლის 1-ელ აპრილამდე დარეგისტრირდნენ და ნორმად 0.55% განისაზღვრა.

ამასთან ერთად, გაიზარდა ავტომობილის განმეორებითი ტექინსპექტოირების საფასური, განმეორებითი ტექინსპექტირება  მსუბუქ ავტომობილებზე 20 ლარი, სამგზავრო და სატვირტო სატრნასპორტო საშუალებზბე კი 30 ლარი, ხოლო ელექტრომობილებისთვის კი 15 ლარი იქნება.