სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან მამაკაცი გადმოვარდა. 45 წლამდე მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია ის სახურავზე გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა.
მამაკაცი ერთ-ერთ კომპანიას ჰყავდა დაქირავებული, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციას ასრულებდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და მიმდინარეობს გამოძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.