სართიჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გარდაბანის მუნიციპალიტეტის სართიჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მშენებლობა მიმდინარეობს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სართიჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში, მუღანლოს დასახლებაში 6 მლნ. ლარამდე ღირებულების სამუშაოებს აწარმოებს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა უწყვეტი წყალმომარაგებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა.

პროექტი დასრულება 2023 წლის პირველ ნახევარში, რის შედეგადაც, ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი-დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე-მიხეილ გედეხაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გიორგი დოხტურიშვილი, პარლამენტის წევრი-ირაკლი შატაკიშვილი, ქვემო ქართლის მელიორაციის სამსახურის დირექტორი-დავით კიკოლაიშვილი, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე-აკაკი მშვიდობაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

ქვემო ქართლის მელიორაციის სამსახურის ჩართულობით, სართიჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყობა სანიაღვრე და სარწყავი სისტემები.