ქართულ ბაზარზე არსებული 77 სახეობის სათამაშოს გაყიდვა აიკრძალა

საქართველოში  საბავშვო სათამაშოებში დიდი რაოდენობის ტოქსიკური და  ქიმიური ნივთიერებები აღმოაჩინეს. ბაზარზე ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობამ კვლევა ჩაატარა რომლის შედეგადაც 77  სახეობის  სათამაშოს რეალიზაცია შეუჩერდა.

დადგენილი სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა საბავშვო ფრჩხილის ლაქმა, ტყლარწის 11-მა სახეობამ და ერთი დასახელების მუსიკალურმა სათამაშომ.

ექიმების თქმით უხარისხო სათამაშოებთან შეხების გამო არაერთი ბავშვი მოხვედრილა ალერგიული ფონით კლინიკაში.  ადგილობრივ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო პროდუქციის შემოწმებას აგრძელებს, მანამდე კი მშობლებს სიფრთხილისა და  ყურადღებისკენ მოუწოდებს.